01:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 13:54:55, 1456 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი პაციენტის გაწერას გეგმავენ

რესპუბლიკურში 43 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება და დღეს ერთი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ - ამის შესახებ, რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მან ასევე აღნშნა, რომ მხოლოდ ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ, ხოლო დღეს კიდევ 7 პაციენტის ტესტირების და 6 პაციენტის რეტესტირების პასუხს ელოდებიან.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 63 პაციენტი იმყოფება, აქედან 43 პაციენტს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს კიდევ ერთ პაციენტს გავუშვებთ, ორი ნეგატიური ტესტის პასუხის გამო. კიდევ 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რეტესტირების რეჟმში გადავიდნენ. ბოლო 2 დღეა კლინიკაში ინფიცირებული აღარ მიგვიღია, ბოლოს მივიღეთ ბოლნისიდან ერთი ინფიცირებული. თვითონ ჩვენთან არცერთ პაციენტს არ დადასტურებია ინფექცია.

გვყავს ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, იგი ასაკოვანი პაციენტია. ბოლო ორი დღეა მის ჯანმრთელობაში სტაბილურობის ელემენტები იკვეთება, რაც დადებითი დინამიკის იმედს გვიჩენს.

გვყავს პნევმონიით, რამდენიმე პაციენტი და რენდგენელოგიურად გაუმჯობესება შეინიშნება და ვფიქრობთ აქ მეტი წარმატებით მივდივართ.

ეხლა 7 პაციენტს უკეთდება ტესტირება და მედპერსონალს ვუკეთებთ ტესტირებას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics