|
2015-08-19 13:37:17, 728 ნახვა
ეკონომიკა
ისრაელის მხარე სასტუმროს ბიზნესში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისრაელში ვიზიტი შეაჯამა. დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც შეხვედრები მაღალ დონეზე გაიმართა. დედაქალაქის მერი იერუსალიმის მერს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე საუბარი შეეხო თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს. კერძოდ, ისრაელის მხარე თბილისში, სასტუმროს ბიზნესში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. „ორ დღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით ისრაელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი, სადაც ოფიციალურ დონეზე გაიმართა შეხვედრები. შევხვდით იერუსალიმის მერს. ასევე ჩატარდა ბიზნეს ფორუმი, სადაც კონკრეტულ პროექტებზე იყო საუბარი. კერძოდ, მშენებლობის დასაწყებად მზადაა ექვსი პროექტი, მათ შორის სამი უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს. 100 მილიონ დოლარამდეა ჯამური ღირებულება იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც ებრაელი ინვესტორების მხრიდან უნდა განხორციელდეს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, ებრაული მხარის მხრიდან გამოითქვა ინტერესი მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, ისრაელიდან საპასუხო ვიზიტი 8-9 სექტემბერს იგეგმება. „ისრაელის დელეგაცია 8-9 სექტემბერს გეგმავს თბილისში ვიზიტს. ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)