|
2015-08-19 10:35:43, 617 ნახვა
სამართალი
შსს-მ ახმეტაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-მ ახმეტაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1972 წელს დაბადებულ პაატა მ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 1974 წელს დაბადებული გივი ხ. კი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ახმეტაში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)