|
2020-05-05 19:40:26, 20108 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 12-დან 15-მდე კლასტერია, ეპიდემიოლოგებს განსაკუთრებული ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზე აქვთ მიპყრობილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს დაახლოებით 12დან 15-მდე კლასტერია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია ქვემო ქართლის რეგიონზე, კერძოდ, მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრი წყაროზე. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული 198 შემთხვევაა. „განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ეტაპზე ჩვენ ვანიჭებთ, მოგეხსენებათ, რამოდენიმე კლასტერია ქვეყანაში, დაახლოებით 12-15-მდე, რასაც ჩვენ ვეძახით კლასტერებს. ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონზე და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე, ეს გახლავთ მარნეულის, ბოლნისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები. ჩვენ ვიმყოფებოდით ქვემო ქართლის რეგიონში და დავსახეთ იქ მთელი რიგი ღონისძიებები, რატომ, იმიტომ რომ ეს რეგიონი ერთ-ერთი დაზიანებულია, მთლიანად ამ რეგიონში გვაქვს 198 დადებითი შემთხვევა 604 შემთხვევიდან, რაც მთელი შემთხვევების 33%-ია. ბოლნისში არის 117 დადებითი შემთხვევა, შემდეგ თეთრწყაროში 48 და მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა მოსახლეობის, 2000-მდე ადამიანს ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და 198 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლისთვისაც ამ კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაინტენსივდება მუშაობა ამ რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაოდენობა, გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულები და მათ დროულად ვუმკურნალოთ“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)