03:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 16:26:43, 1327 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას

 „მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ყველანაირი დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები არსებობს, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლებები ექვემდებარებიან, მაგრამ არსებობს რეალობა. არსებობს ადამიანების ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც არავის იმედი არ გააჩნიათ. ესენი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ჩვენი მოქალაქეები არის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და კიდევ მეტი - ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას. საუბარია ყველანაირი დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics