|
2020-04-30 16:04:54, 1227 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს საელჩო საქართველოში - საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით მათი თავდადებისა და სამსახურისთვის
„დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს. მათი თქმით, დღეს აღნიშნავენ თანამშრომლობისა და მეგობრობის იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. „თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის“, - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)