|
2020-04-27 17:56:03, 1817 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ყველა გლეხს და ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან, როგორც მიწის დამუშავების, ისე ადგილობრივი წარმოების კუთხით
აჭარის მთავრობამ რეგიონის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა. აჭარის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური პროცესების მართვის მოკლე და გრძელვადიან მოდელზე იმსჯელეს და საგანგებო ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს. „დავასრულეთ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა. ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნება უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებება და დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ინფექციასთან ბრძოლას და გადანაწილდება, როგორც საკარანტინე სივრცეებზე, ასევე ჯანდაცვის მარაგების შევსებაზე", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტის პრიორიტეტად ჯანდაცვასთან ერთად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა დაასახელა: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცენტრალური საკითხი ამ საგანგებო ბიუჯეტში გახლავთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს, რომლის საფუძველზეც აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის უსაფრთხოება. შესაბამისად გარდა იმ პროგრამისა რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, ჩვენ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხს და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას როგორც ხვნა - თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ მაქსიმალური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ამ დროისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების სხვადასხვა ინიციატივა შეიქმნა, რათა მსოფლიო პანდემიის შედეგად მიღებულმა გამოწვევებმა მაქსიმალურად ნაკლებად დააზიანოს რეგიონის ეკონომიკა, ნაკლებად მტკივნეულად მოხდეს ეკონომიკური პროცესების სწფარად გაგრძელება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)