23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 18:32:23, 5799 ნახვა

სამხედრო
გამკაცრებული შეზღუდვების შემდეგ, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ფუნქციური დატვირთვა შეეცვალათ

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

საავტომობილო გზებზე მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდება, შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი, თერმოსკრინინგი უტარდებათ.

სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა. ახალი საგუშაგო შეიქმნა ბათუმის შესასვლელშიც. სამხედროები და სამართალდამცავები მხოლოდ ლოჯისტიკური, სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების ავტომანქანებს აძლევენ ბათუმში შესვლისა და გასვლის უფლებას. მუდმივ რეჟიმში ხდება საგუშაგოებზე გასული მანქანების აღრიცხვა.

გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბათუმში ამჟამად გადაადგილების შეზღუდვის 7 პუნქტი ფუნქციონირებს. ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ 4 ძირითად საგუშაგოზე II ქვეითი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო ქალაქის შიდა საკვანძო გზების კონტროლზე პასუხისმგებლობა, დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ მართვაში გადასულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღო, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას 3 პუნქტზე ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics