22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 13:31:18, 631 ნახვა

ეკონომიკა
სემეკ-ში ხვალ "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხვალ "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი განხილვა გაიმართება.

სს "თელასის" კაპიტალური დანახარჯების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა 12:00 საათზე დაიწყება, შეხვედრა საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების-დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics