|
2020-04-08 11:51:18, 15265 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს pcr გამოკვლევით COVID ინფექცია არ დაუდასტურდა
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ, კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდათ pcr გამოკვლევა და არც ერთ მათგანს COVID ინფექცია არ დაუდასტურდა. როგორც რატიანმა აღნიშნა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 2 პავციენტი დატოვებს, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აღარ უდასტურდებათ. „გუშინ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მასიურად მედპერსონალის გამოკვლევა pcr მეთოდით. საბედნიეროდ, არცერთ ჩვენს თანამშრომელს არ დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. დღეს ჩვენი კლინიკიდან კო-ვირუსის გარეშე ეწერება 2 პაციენტი. ასევე, პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში არიან მოთავსებული, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათი მდგომარეობა ყვალა მათგანთან ამ ეტაპამდე დადებითია. ქალბატონების პირველადი ტესტები დღეს იგზავნება და პროტოკოლის მიხედვით ხვალ განმეორდება და თუ მოვა დადებითი პასუხები, ისინი აუცილებლად დატოვებენ კლინიკას. ასევე მინდა გითხრათ, რომ პაციენტი, რომელიც არის 42 წლის და ჩვენს კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14-ე დღე, 24 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)