|
2020-04-06 10:51:27, 8836 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი-ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. მისი თქმით, 60 წელს გადაცილებულ ყველა პაციენტს პნევმონია აღენიშნება. „ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან 60 წელზე მეტი, ყველას პნევმონია აქვს. ამ პნევმონიებს შორის ერთი გვყავს კრიტიკული, რომლის სტაბილიზირება ვერ არის ჯერჯერობით მიღებული. გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა და უკვე სტაბილურია. გუშინ შემოსული პაციენტებიდან დაგვემატა 2 მძიმე პნევმონია. დანარჩენი ამ პაციენტებში, 22 არის საშუალო სიმძიმის პნევმონია, თუმცა დღევანდელი შეფასებით, შესაძლოა მოხდეს დაავადების პროგრესირება და გახდეს მძიმე, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)