|
2026-08-13 10:56:07, 411 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა. მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო. კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის თქმით, 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. „დილის 05:00 საათზე შემოიყვანეს 11 პაციენტი, მათ შორის 6 ბავშვია, მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან, საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით, ზოგიერთის მშობლები სად არიან, რამდენიმე მათგანის მშობელი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ბავშვების ასაკი 4-დან 15 წლამდეა”, - აღნიშნა ექიმმა. შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)