16:32 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 20:29:19, 736 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სრული კონტროლი დაამყარა ჰორმუზის სრუტეზე და აპირებს მის შენარჩუნებას.

„შეერთებულ შტატებს სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე. მე მჯერა, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ კონტროლს! ჩვენს საზღვაო ბლოკადას „ფოლადის კედელი“ შეარქვეს და ირანს ამის შესახებ არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

ამერიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანმა პრაქტიკულად დაკარგა სამხედრო შესაძლებლობები.

„მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები, არც საჰაერო ძალები, დარჩენილ ჯარისკაცებს არ უხდიან ანაზღაურებას, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი არეულობაშია და მათი ხელმძღვანელობა, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობაშია“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics