|
2026-08-07 20:52:24, 1078 ნახვა
რეგიონი
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრს, ახმატ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ რეგიონული მთავრობის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა. დაუდოვმა ახმატ კადიროვს მაღალი სახელმწიფო ჯილდო მიულოცა და აღნიშნა მისი წვლილი რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში. „რესპუბლიკაში წარმატებით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის განათლებას, რეგიონის სპორტული პოტენციალის გაძლიერებას და მომავალი ჩემპიონების ძლიერი გუნდის შექმნას“, - ხაზი გაუსვა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა. 2026 წლის იანვარში რამზან კადიროვის 20 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე მაგომედ დაუდოვმა წარადგინა. ამავდროულად, ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი, ვიცე-პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)