22:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 13:26:29, 494 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია და კონკრეტული კომპანიის მესაკუთრეები ამა თუ საკითხს თავად მოაგვარებენ.

„რაც შეეხება „ინტერ რაოს“ დასანქცირებას, მასთან ერთად არიან სხვა მესაკუთრეები, როგორც ვიცი, ქართველებიც. ერთმანეთში გაერკვევიან. ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც ვიცავთ და 2012 წლიდან მოვყვებთ. თუ საჭირო აუცლებლობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედებების, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ, თუმცა ბიზნესი ხელშეუხებელია, თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან საკითხში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე სწორედ წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა.

„ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყო საქართველოს საკუთრება. როდესაც ვსაუბრობთ „სისხლიან რეჟიმზე“, ზუსტად ერთ-ერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო მსგავსი კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდისო; გვეუბნებოდნენ, არაფერი ფუჭდება იმით, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესი შემოდის და ახორციელებს საქმიანობასო. ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის შემდეგ. წერილებს აგზავნიდნენ, რომ როგორმე დაეთბოთ ურთიერთობები, გაემართათ კულტურული ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა, წამოვიდა დავალება „დიფ სთეითიდან“ - მათი პატრონებიდან და თუ რაიმეს რუსული ჰქვია, ყველაფერი ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. ასევე, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პირნათლად ასრულებენ დავალებებს, რომლებიც თავიანთი პატრონების მხრიდან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება საჭირო და აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, აუცილებლად გადავდგამთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics