|
2026-08-06 19:24:40, 271 ნახვა
კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი
აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. „ესეც, თავისთანად, ძალიან საინტერესოა. აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის. ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება, მათ შორის, ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხვდება აქ ადგილობრივი აგენტურა, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გამოძიებამ. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ, რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)