22:19 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 21:23:02, 318 ნახვა

სხვადასხვა
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს

ცნობილი რუმინული დუეტი "Morandi" სკანდალში გაეხვა - მიზეზი მუსიკოსების მიერ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი გასტროლებია: მეტიც, კონცერტი სოხუმში ხვალ, აგვისტოს ომის წლისთავზე უნდა შედგეს. ფაქტს, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, დაგმო და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

"რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე უთანხმოებას 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფ Morandi-ს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.

არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულების შენარჩუნებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ | აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


Morandi ჰორიზონტზე 2004-2021 წლებში იყო - დუეტს ოქროს პერიოდი 2007-10 წლებში ჰქონდა, როცა ტოპ ჰიტები "Angels (love is the answer)", "save me" და "colors" გამოუშვა.

რუმინული მუსიკალური გაერთიანება ასპარეზს 2024 წელს დაუბრუნდა, თუმცა, ისინი ძირითადად 2000-იანებთან დაკავშირებულ მუსიკალურ ღონისძიებებზე და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობენ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics