2026-08-05 09:43:39, 290 ნახვა
Lifestyle
რიანამ გულშემატკივრები თავისი ყველაზე თამამი ფოტოსესიით გაახარა
38 წლის მომღერალმა, ბიზნესვუმენმა და სამი შვილის დედამ, რიანამ, კიდევ ერთხელ ააფეთქა ინტერნეტი თავისი საცვლების ბრენდის, Savage X Fenty-ის რეკლამისთვის გამომჟღავნებელი ფოტოების გამოქვეყნებით. ვარსკვლავმა თავისი მოხდენილი ფიგურა ქალიშვილის, Rocky Irish-ის დაბადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ წარმოაჩინა.
Savage X Fenty, რომელიც რიანამ 2018 წელს დააარსა, დიდი ხანია გლობალურ იმპერიად იქცა. ვარსკვლავი წარმატებით აგრძელებს ბიზნესისა და რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად სამი შვილის აღზრდის შეთავსებას.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან