22:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 17:20:50, 482 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს

„საბა ჯიქიამ ციხეში 20 წლის იუბილე აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძემ - 30 წლის, ხოლო გიორგი ჩიკვაიძემ - 40 წლის“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისას.

„ისინი თავისუფალ საქართველოს სინდისით, ღირსებითა და განახლებული ენერგიით ააშენებენ. ციხეში გატარებული წლები, რომლებიც მათ და მათ ოჯახებს აუცილებლად ასმაგად დაუბრუნდებათ. მადლობა მათ ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რაც დღეს ასე ძალიან გვჭირდება - მათი ადამიანობისა და პატრიოტიზმის მაგალითისთვის.

რა თქმა უნდა, ეს მადლიერება არა მხოლოდ ამ სამს, არამედ ყველა იმ ადამიანსაც ეხება, ვინც თავისი გამბედაობითა და უკომპრომისო ბრძოლით ციხეში ყოფნისას მაგალითი მისცა. განსაკუთრებით რეჟიმის წარმომადგენლების ფონზე, რომლებიც ყოველდღიურად აჩვენებენ უპატივცემულობის, კორუფციის, სიმხდალის, ტყუილის და სხვა მრავალი რამის მაგალითებს“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics