23:44 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 09:51:08, 524 ნახვა

მსოფლიო
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 28 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ ერაყში ირანთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს.

„28 ივლისს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ განლაგებულნი იყვნენ აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

ოპერაციის დროს ორივე ქვეყნის გამანადგურებლებმა რამდენიმე ლოჯისტიკურ და შეიარაღების ობიექტს შეუტიეს. დარტყმები იყო პასუხი IRGC-ის მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული 30-ზე მეტი დრონით თავდასხმის შესახებ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics