|
2025-04-18 11:28:58, 123154 ნახვა
სპეციალური ანონსი
ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება - თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 142-ე დღეს თბილისში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. ასევე, 21:00 საათზე საჯარო ლექციაა დაგეგმილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია: გორი - საკრებულოს წინ 17:00 საათზე - აქცია გაიმართება სახელწოდებით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“. ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება. ბათუმი - საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე- პროტესტი გაიმართება ლოზუნგით „სამშობლოს სამსახურში“. ზუგდიდი - სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით - „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“. თელავი - მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე; ქუთაისი - მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“. ჩხოროწყუ - მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით - „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)