18:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 16:07:26, 330 ნახვა

პოლიტიკა
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს

Human Rights Watch საქართველოზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მოვლენებს აღწერს. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად და დასაშლელად იყენებს რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შემზღუდავ წესებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს.

ორგანიზაცია წერს, რომ ახალი კანონები პრაქტიკულად მთელ უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სახელმწიფო კონტროლს უქვემდებარებს, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს აკისრებს სტიგმატიზებელ „უცხოური აგენტის“ იარლიყს და მათ მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

HRW აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები და უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ჩარევის გარეშე შეძლონ.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი რეაგირება, გაზარდონ რეპრესიების პოლიტიკური ფასი, მათ შორის სანქციების გამოყენებით, და სასწრაფოდ გააფართოონ დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„საქართველოს ხელისუფლების მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დაშლა, და ამ მიმართულებით იგი საგანგაშო პროგრესს აღწევს.

ხელისუფლება ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელი ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ უსაფრთხოდ საქმიანობას, დაფინანსების მოპოვებასა და იმ თემების მხარდაჭერას, რომლებიც მათზე იყვნენ და კვლავაც არიან დამოკიდებული", - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics