23:40 - 16 May, 2026
|
2026-05-10 11:03:01, 2469 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. წუხელ მთის ამბების დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ თავს დაესხნენ - დაზიანებული აქვს სახე. მთივლიშვილის ცნობით, თავდასხმა გადაცემის ღია სივრცე დასრულების შემდეგ მოხდა. "ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, ქართული ოცნების მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!" - წერს მთივლიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)