აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირში ვლადიმერ პუტინის მთავარ მოკავშირედ ითვლება, ოფიციალურად დატოვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მთავ...
დაზარალებული ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, იგი ამბობს, რომ ორივე მათგანმა დღეს ბოდიში მოუხადა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის ...
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ. ინფორმაცია თავად ახალ...
ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა - პეტერ მადიარი ოფიციალურად გახდა უნგრეთის პრემიერი. ქვეყნის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონი...
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილები...
თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა.
ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულა...
აქციების მონაწილე ზვიად მაისაშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეე...
მოსკოვის გარშემო დამატებითი საჰაერო თავდაცვის „რგოლი“ იქმნება. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, რომელიც თანამგზავრულ სურათებ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More