16:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 14:35:28, 585 ნახვა

კომენტარი
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს

ოლიგარქ ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ არ არის "იმ პოზიციაში", რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს. მისი თქმით, ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განსაჯონ, რასაც, მისი მტკიცებით, ისინი კარგად აკეთებენ. 

ამასთან, ცოტნე ივანიშვილი უარყოფს ფაქტს, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. 

„რამდენჯერმე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას, გარკვეული ქმედებებიც განახორციელეს. იმის გარდა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ვწუხვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.

სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტა არასერიოზული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics