19:54 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 18:00:23, 266 ნახვა

მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა.

მათივე ცნობით, საზღვაო ხომალდებს შორის იყვნენ ნავთობტანკერები, კონტეინერმზიდები და სხვა კომერციული გემები.

„ეს მოხდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან კოორდინაციითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“, – ნათქვამია სამხედრო ძალების განცხადებაში.

ამასთან, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრუტის გავლა მხოლოდ ირანთან წინასწარი კოორდინაციით არის დასაშვები.

იქამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ დღეს, სულ მცირე, სამმა გემმა, რომლებსაც დაახლოებით რვა მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტის ძირითადი საზღვაო მარშრუტი გაიარა. საუბარია ორ ჩინურ და ერთ სამხრეთ კორეულ ტანკერზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics