16:01 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 11:08:09, 282 ნახვა

საზოგადოება
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გულიანი-ს, რომელიც რესტორან „ხინკლის სახლს“ ოპერირებს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდასტურა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საცნობარო კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა, რადგან მენიუში მითითებულ ფასებს დამატებით მომსახურების 15% ემატებოდა.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, როდესაც მოვაჭრე მომსახურების გადასახადს მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით უთითებს და მომხმარებელს საბოლოო ფასის დამოუკიდებლად გამოთვლა უწევს, ეს უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს დამატებითი ქმედების განხორციელება მათ შორის, საბოლოო ფასის კალკულაცია იმისთვის, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს.

მიღებული გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში კვების მენიუში ცვლილებები შეიტანოს და მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. სააგენტოს მოთხოვნით, ფასში ასახული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების საფასური.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics