|
2026-05-15 11:42:25, 4406 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვებისთვის 201 მილიონი ლარის ღირებულების 2 კონტრაქტი გააფორმა. კვების კონტრაქტი საპატიმროების გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ორ ნაწილად იყოფა - აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ საპატიმროები - N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებს საკვებს 2029 წლის მაისის ჩათვლით 152.4 მილიონ ლარად შპს "გიორგი 2020" მიაწვდის, დასავლეთ საქართველოში არსებულ N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებს კი 49 მილიონ ლარად საკვებს შპს "დელფუდი" მიაწვდის. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში პატიმართა კვების სერვისის მიმწოდებელი კომპანია “ილი ჯგუფი” იყო, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტიდან 180 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2026 წლის მარტში “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანიას აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არაერთი დოკუმენტი ჰქონდა შედგენილი, აღნიშნულიდან მალევე უწყებამ კომპანიასთან მრავალჯერადი დარღვევების გამო კონტრაქტი გაწყვიტა. მარტშივე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამარტივებული გზით 11 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია “გიორგი 2020”-თან გააფორმა, რათა ახალი ტენდერების დასრულებამდე კომპანიას საპატიმრო დაწესებულებებში კვების სერვისი მიეწოდებინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 152.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებისთვის კომპანია “გიორგი 2020”-ს უნდა წარედგინა მინიმუმ 5 მილიონი ლარის მოცულობის გამოცდილება საზოგადოებრივი კვების სერვისის მიწოდებისთვის, ხოლო აღნიშნულ ტენდერში კომპანიამ გამოცდილებად წარადგინა სწორედ გამარტივებული შესყიდვით ისევე სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მიწოდებული მომსახურება. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული გამარტივებული კონტრაქტი კომპანია 152.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში ვერ გაიმარჯვებდა. კომპანიის ამონაწერის თანახმად, ის 2020 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ნათია არჩვაძე, ხოლო მესაკუთრეები არიან ვახტანგ ლომინეიშვილი, ოთარ კვარაცხელია და ირაკლი ლეთოდიანი.
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)