|
2026-05-19 17:14:38, 558 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ელისაშვილმა სიტყვის თქმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც სასამართლოში ჩვენებმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა მისცა. "გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო.ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი", - თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა, გიორგი რიჟამაძემ. ის იმ სამი მანდატურიდან ერთ-ერთია, ვინც ალეკო ელისაშვილი სავარაუდო ფაქტის განხორციელების დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში დააკავა. ელისაშვილმა სიტყვები მაშინ თქვა, როცა ის ესკორტის სამსახურის თანამშრომლებს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ. "სინანული არ მაძინებს ისე ვნანობ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად. ბატონო [მოსამართლე], რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა, სიტყვას არ მაძლევთ, მაგრამ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი. მდინარაძეს გადაეცით, ამის სინანული მაქვს საშინელი, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს. ამ მანდატურ ბიჭს კიდევ უთხარით, უხერხულია ტყუილები. იარაღი ამოვიღე და დავდე არა ის",- თქვა ელისაშვილმა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)