|
2026-05-19 20:04:46, 779 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
6 ივლისიდან, თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად). სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას - საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას. სანდრო თიბისის შემოუერთდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი OTP-ს აღმასრულებლის პოზიციიდან. დღეს იგი OTP Uzbekistan (Ipoteka Bank) -ის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ 5 ბანკში შედის. სანდროს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ის მუშაობდა ლიბერთი ბანკში, სადაც ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას საცალო ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ მან კარიერა უკვე საერთაშორისო მიმართულებით გააგრძელა და მუშაობდა აფრიკულ ბანკ Bayport-ში, სადაც, ციფრული პროცესების დანერგვით მიაღწია საცალო დაკრედიტების მასშტაბურ ზრდას. აფრიკის შემდეგ, ის შეუერთდა OTP ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საბანკო გაერთიანებას, რომლის მთლიანი აქტივები, 2025 წლის ბოლოს 113.6 მილიარდ ევროს შეადგენდა. „სანდრო ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანად გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურია თიბისის მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში.“ - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)