14:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 13:43:39, 4285 ნახვა

სამართალი
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა, ორ ნაწილად გაიყო და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს ავტომობილში 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა, საიდანაც 7 ადგილზევე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად.

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ  უგონო მდგომარეობაში, ფასდება კრიტიკულად. აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები. თუმცა გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა და დიაგნოსტირება. მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად",- გვითხრა ალექსანდრე სისველაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics