|
2026-05-18 12:06:02, 266 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - კომენტარები მკითხველებისგან მისასალმებელია, რომ მარტში გამოქვეყნებულ ერთგვერდიან შეჯამებას, თუ რა ვალუტებში უნდა ისესხონ მსხვილმა ბიზნესებმა, საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს, თუმცა, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის" ეს ფორმატიც ღირებულია. მეორე მხრივ, რუსთაველის ნათქვამია ისიც, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად".
ამდენად, ვაგრძელებთ მკითხველზე მორგებული პუბლიკაციების სერიას, რომელთა მიზანიც თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო აქტიურად დამკვიდრების ხელშეწყობაა. დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ მკითხველებისგან მიღებულ კომენტარებსა და უკუკავშირს ეთმობა. სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია არა მხოლოდ სახელითაა სტრატეგია, არამედ შინაარსითაც. სტრატეგიასა და გეგმას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა: გეგმა გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობაა, ხოლო სტრატეგია - გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა გაკეთდეს. როგორც ამ მიმართულების ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტი როჯერ მარტინი ამბობს, თუ სტრატეგიის საპირისპირო გადაწყვეტილება აშკარად მცდარია, მაშინ კომპანიას სტრატეგია, უბრალოდ, არც გააჩნია. ამდენად, პრაქტიკაში ბევრია დამოკიდებული კონკრეტული ბიზნესის რისკის აპეტიტსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თუმცა, საერთოა სარგებლის ძირითადი წყარო: მომგებიანობის ზრდა და რისკის შემცირება კომპანიისა (მიკრო) და ეკონომიკის (მაკრო) დონეზე ანალიზის სინთეზის შედეგად. რაც შეეხება უშუალოდ კომენტარებს, პუბლიკაციაში განხილულ საკითხებს შორისაა სესხის აღებისას ლარში, აშშ დოლარსა და ევროში რეკომენდირებული სტრუქტურის წინა პერიოდებთან შედარებით ცვლილების მიზეზები და მასშტაბი. აღნიშნულია, რომ, სავალო ვალდებულების აღებისას, ეროვნული ვალუტის ოპტიმალური წილის განსასაზღვრად მეტად მნიშვნელოვანი არა ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, არამედ ლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი გაცვლითი კურსია. მაგალითისთვის, სხვა თანაბარ პირობებში, თურქული ლირის გაუფასურება გარკვეულწილად აუცილებლად აისახება ლარზე, იმის მიუხედავადაც კი, თუ თავდაპირველად აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი უცვლელია. სწორედ ეფექტური გაცვლითი კურსის წონასწორული მდგომარეობის - და ამ წონასწორულ მდგომარეობასთან გადახრის - შეფასებით არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, ზედმეტად გაუფასურებული ან გამყარებული ხომ არ არის ლარი. აღნიშნული მიზნისთვის, ისევე როგორც ევრო/დოლარის წყვილის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალს საკუთარი რაოდენობრივი მოდელები აქვს შემუშავებული, რომლებიც პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შედეგად, მიღებული შეფასება გაცვლითი კურსების ცვლილების მოსალოდნელ ტრაექტორიაზე ღირებულ ინფორმაციას იძლევა, რაც შემდგომ სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს. რასაკვირველია, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგნოზირების ჩარჩოც. მაგალითად, მიმდინარე შეფასებით, ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია. ეს, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში ნაკლები სესხის აღების არგუმენტია, რადგან ლარის წონასწორულ ნიშნულამდე გამყარების ალბათობა მეტია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში უკრაინაში ომის დასრულების სცენარის წმინდა ეფექტი ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურია, რაც უკვე ლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის ჩარჩო სწორედ ამ ფაქტორების დაბალანსებასა და საბოლოო რეკომენდაციაში ასახვას ითვალისწინებს. საყურადღებოა, რომ ჩარჩო ძირითადად საშუალოვადიანი პერიოდის მიზნებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსები, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, წონასწორული ნიშნულებიდან ხშირად გადახრილია. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ნიშნული, არამედ ცვლილების ტრაექტორიაც. კერძოდ, გაცვლითი კურსის ცვლილების მოსალოდნელი მიმართულება ღირებულ ინფორმაციას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული თარიღისთვის წონასწორული ნიშნული სრულად ჯერ მიღწეული არ იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით მოკლევადიანი პროექტებისთვის. პუბლიკაციაში ასევე მოცემულია სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე, რომლებიც მოიცავს ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ზედმეტად გამყარებისა და გაუფასურების პერიოდებს. ამ მხრივ, სხვებთან ერთად, მკითხველისთვის საინტერესოა 2023 წლის ეპიზოდი, როცა, ჩვენი შეფასებით, ლარი ზედმეტად გამყარებული იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად მეტი სესხის აღების რეკომენდაციაში აისახა და საკმაო სარგებლის მომტანიც გამოდგა. გარდა ამისა, განხილულია ჩარჩოს პოტენციური სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია. მკითხველს შევახსენებთ, რომ მხოლოდ ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების - გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი 16.9 მილიარდი ლარის ეკვივალენტს შეადგენდა. პოტენციური სარგებლის მიღმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა წარმატების რეალური შემთხვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში. ბოლო პერიოდში საყურადღებო წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. ამასთან, გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად გამოაქვეყნებს უფრო ზოგად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ხელსაყრელია ძირითადი პრინციპების ილუსტრაციისთვის და, უკუკავშირის თანახმად, მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩარჩო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მულტისავალუტო სტრუქტურის მქონე ეკონომიკებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ქვეყნების მაგალითები, შესაბამის სექტორებთან ერთად, თიბისი კაპიტალმა საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინა. მართალია, მოცემული პუბლიკაცია უკვე საკმაოდ გასცდა ერთგვერდიანი შეჯამების ფარგლებს, თუმცა სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ბევრი ფაქტორიცაა, როგორებიცაა: როგორ განვსაზღვროთ, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული; იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007505-which-currencies-to-borrow-in-follow-up-qa
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)