|
2026-01-23 16:07:15, 21089 ნახვა
კულტურა
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი - საქართველოს ბანკი
17 იანვარს ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები კარნეგი ჰოლის ლეგენდარულ სცენაზე წარსდგა. ეს ისტორიული მოვლენა ქართულ ხელოვნებას მსოფლიო კულტურისა და ისტორიის ნაწილად აქცევს. მუდმივი წინსვლისა და არგაჩერების პროცესში სუხიშვილების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია, ღონისძიების ორგანიზატორი კი Emolas Corporation იყო. 1891 წელს გახსნილი კარნეგი ჰოლი საუკუნეზე მეტია გამორჩეულ არტისტებს მასპინძლობს. მათ, რომლებმაც ეპოქები შექმნეს. სწორედ აქ იდგნენ ბილი ჰოლიდეი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, მაილს დევისი, არეტა ფრანკლინი, მარია კალასი, The Beatles და სხვა არტისტები, რომლებმაც ეს სცენა ლეგენდარულად აქციეს. მათი თითოეული კონცერტი კულტურულ მოვლენად მათ რიგს უკვე ქართული კულტურაც შეუერთდა. სუხიშვილების კონცერტმა კარნეგი ჰოლში დაადასტურა, რომ ქართული ეროვნული ცეკვა მსოფლიო კულტურის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათთვის არაერთ პროექტს ახორციელებს როგორც საბანკო სერვისების განვითარების, ისე კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. სუხიშვილების კონცერტის მხარდაჭერა სწორედ ამ ხედვის ნაწილია. "სუხიშვილების კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. საქართველოს ბანკი უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს ემიგრანტებზე ორიენტირებულ არაერთ პროექტს როგორც ფინანსური სერვისების განვითარების, ისე კულტურული და საზოგადოებრივი თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, რომ მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)