|
2026-05-21 09:34:42, 273 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის მაგალითად შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ცენზურის დაკანონებაზე კობახიძემ განაცხადა, რომ მათი გუნდიდაც მოდიოდა სიძულვილის ენა მაგრამ ეს მხოლოდ პასუხი იყო ოპონენტების თავდასხმებზე. „ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში. თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები იხსენებდნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების უხეშ განცხადებებს და რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. მაგრამ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - იყო პირდაპირი სიძულვილის კამპანიები და არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში. ისინი იწყებდნენ კამპანიებს და პასუხი მიიღეს. მართლმადიდებელი ეკლესიისგან პასუხს რომ არ იღებდნენ, რატომ აგრძელებდნენ სიძულვილს, რატომ წერდნენ საპატრიარქოსთან, არ მინდა, ეს სიტყვა გავიმეორო და ა.შ. პასუხი იქ ხომ არ მიუღიათ, რატომ ჰქონდათ ეს ცალმხრივი სიძულვილის ნიაღვარი ეკლესიის მიმართ, აქაც ხომ პასუხი არ იყო. როცა პოლიტიკაში ხარ, ბუნებრივია, პასუხსაც მიიღებ. ეს პრობლემაა, რადგან როდესაც ვიღაცა თავს გახვევს სიძულვილს, მერე შენც იძულებული ხარ, უპასუხო და ამით იქმნება ჩაკეტილი წრე, რაც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პოლიტიკაში. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ამისათვის მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც, არაცალმხრივი. წესები კანონმდებლობით უკვე დადგენილია - რა არ შეიძლება და რა სანქციები აქვს დაწესებული ამ დარღვევებს, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი. უბრალოდ, აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული მექანიზმი და კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უკვე ჩნდება აღსრულების ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით თავს დავაღწევთ სიძულვილის ჩაკეტილ წრეს. ამაზე ძალიან ნერვიულობენ, რადგან მათთვის სიძულვილი და სიცრუე არის მთავარი იარაღი პოლიტიკაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რა პროპორციითაც დაარღვევენ მხარეები კანონმდებლობას, იმ პროპორციით უნდა დადგეს შედეგები.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)