2026-05-26 13:56:51, 419 ნახვა
კომენტარი
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„თბილად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს! ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა, შიშის, ჩაგვრისა და უცხოური ბატონობის გარეშე.
თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს!“ - წერს ტიხანოვსკაია და აქვეყნებს ფოტოს აქციიდან, რომელიც რუსთველის გამზირზე გაიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,