16:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 13:01:52, 1768 ნახვა

ეკონომიკა
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან

"სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა" საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი — ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა. 

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ — არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი.

სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, "ვაიზერმა" შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი — "ფრილანსერების დაზღვევა". იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ რისკებს.

ახალი პროდუქტი პირველად წარადგინეს "დაზღვევის დღესთან" დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ასევე, "ვაიზერის" შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა „კომბინატში“ გამართულ "Unlimited Summit"-ზე, რომელმაც 500-მდე ფრილანსერი და 50 სპიკერი გააერთიანა.

ღონისძიების მონაწილეებს პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური პირობებით, რომლებიც სრულად ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას და სთავაზობს 24/7 სატელეფონო ასისტანსს, პირადი ედვაიზერის მომსახურებას, სწრაფ ანაზღაურებასა და მაღალ დაფარვებს.

"ვაიზერის" დაზღვევა მომხმარებელს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დროებით შრომისუუნარო ხდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics