|
2026-05-22 11:11:56, 310 ნახვა
პოლიტიკა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა. საიას შეფასებით, სასამართლოს მიერ ლევან ხაბეიშვილის მიმართ ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა სცდება დასაშვებ ფარგლებს და აჩენს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის ფუნქცია შეითავსა. კორუფციული დანაშაულიდან სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად (საბოტაჟად) გადაკვალიფიცირებამ შეცვალა ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსი, რამაც სერიოზულად შეზღუდა ბრალდებულის დაცვის უფლება და დაარღვია ბრალდების უცვლელობის პრინციპი. " საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები, იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა", - ვკითხულობთ განცხადებაში. ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებიან - ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ლევან ხაბეიშვილი გასული წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავეს. მასთან ერთად გამოძიებისთვის ხელის შეშლის საბაბით დააპატიმრეს ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა. მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)