22:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 15:00:57, 4772 ნახვა

სამართალი
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს. 

საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა -  ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.

ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.

გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics