00:52 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 12:56:44, 430 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს

ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს. ინფორმაცია "ტაბულას" ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

გადაწყვეტილება არ არის ახალი მიღებული.ვადა, სავარაუდოდ, 1 წლით გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებს.

პაველ ჰერჩინსკი (Paweł Herczyński) არის პოლონელი დიპლომატი, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან იკავებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის (ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის) თანამდებობას. მან ამ პოსტზე კარლ ჰარცელი ჩაანაცვლა. 

საქართველოში დანიშვნამდე ბრიუსელში იკავებდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორის პოსტს.დიპლომატიური გამოცდილება: სხვადასხვა დროს იყო პოლონეთის ელჩი ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC), ასევე პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერო-ში (ნიუ-იორკში) და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics