21:27 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-24 15:18:34, 712 ნახვა

საზოგადოება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ამბობს, რომ მისი და ტელეკომპანიის "თანამშრომლობა დასრულდა". ხაზარაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა. ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, დროებით.

ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება, მადლობა ნახვამდის" - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძე TV იმედის ტელესახე წლების განმავლობაში იყო, მიჰყავდა გადაცემა "ჩვენი ოჯახი", მანამდე იყო "იმედის დღის" და სხვა გადაცემეის წამყვანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics