01:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-25 19:32:27, 347 ნახვა

ეკონომიკა
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T

Galt & Taggart-ის შეფასებით, I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაჩერებით იყო გამოწვეული.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.8%-ით 921.5 ათასამდე შემცირდა, რაც დიდწილად 2026 წლის დასაწყისიდან სოციალურად დაუცველ პირთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტას უკავშირდება. ამასთან, თვითდასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც შრომის ბაზრის მოქნილობაზე მიუთითებს. პროგრამის შეწყვეტის შედეგად მისი მონაწილეების ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ გადავიდა, რის შედეგადაც სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.4 პპ-ით 53%-მდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.3 პპ-ით 14.4%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მთლიანი დასაქმება 1,369 ათას კაცს შეადგენდა და წლიურად 1.8%-ით შემცირდა, რაც დასაქმების კატეგორიებს შორის გადანაწილებას ასახავს.

მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, გაჩერდა. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics