02:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 11:12:21, 432 ნახვა

საზოგადოება
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა.

ლოცულაშვილს "ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას".

"კლინიკა დატოვა. 02:00 საათზე მოგვმართა თვითდინებით. კონსულტირებული იქნა ჩივილებიდან გამომდინარე სხვადასხვა სპეციალისტის ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მიერ. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას.

რაც შეეხება რა სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული და სად, ზედაპირული დაზიანებები იყო, ხარისხსა და სიმძიმეზე ექპსერტიზა გაგცემთ პასუხს". - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

შეგახსენებთ, 27 მაისს, გორში, პოლიციელები 2 მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს.

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics