20:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 16:31:07, 330 ნახვა

მსოფლიო
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს

გამოცემა New York Post წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა და აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმის მომზადების ბრალდებით თურქეთში ერაყის მოქალაქე დააკავეს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, 32 წლის მოჰამად ბაყერ საად დავუდ ალ-საადი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ არის გაწვრთნილი. ერაყის მოქალაქე აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრზე თავდასხმას ექვსი წლის წინ აშშ-ის მიერ ბაღდადში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო გეგმავდა.

„ყასემის მკვლელობის შემდეგ ის ხალხს ეუბნებოდა, რომ ივანკა უნდა მოვკლათ, რათა ტრამპის სახლი ისევე დავწვათ, როგორც მან ჩვენი სახლი დაწვა“, – განუცხადა გამოცემას ვაშინგტონში ერაყის საელჩოს სამხედრო ატაშეს ყოფილმა მოადგილემ, ენტიფად კანბარმა.

გამოცემის ცნობითვე, ალ-საადიმ ასევე გამოაქვეყნა რუკის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ფლორიდაში მდებარე ანკლავი, სადაც ივანკას და მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს 24 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვთ. 

ფოტოს თან ახლდა არაბულენოვანი მუქარა, რომელიც ასე ითარგმნება: „ვეუბნები ამერიკელებს, შეხედეთ ამ სურათს და იცოდეთ, რომ ვერც თქვენი სასახლეები და ვერც საიდუმლო სამსახური (Secret Service) ვერ დაგიცავთ. ჩვენ ამჟამად თვალთვალისა და ანალიზის ეტაპზე ვართ. მე თქვენ გითხარით, ჩვენი შურისძიება დროის საკითხია“.

მერიკული გამოცემის თანახმად, ალ-საადი, სავარაუდოდ, ერაყ-ირანის ტერორისტულ წრეებში მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 15 მაისს თურქეთში დააკავეს და აშშ-ში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც მას ევროპასა და შეერთებულ შტატებში 18 თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ.

NYP-ის მიხედვით, ის იდგა აშშ-სა და ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმების უკან, მათ შორის მარტში ამსტერდამში „ნიუ იორკ მელონის“ ბანკისთვის ცეცხლის წაკიდების, აპრილში ლონდონში ორი ებრაელი ადამიანის დანით მკვლელობის და მარტში ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს შენობაზე სროლის უკან.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ალ-საადიმ დააარსა ტურისტული სააგენტო, რომელიც სპეციალიზირებული იყო რელიგიურ მოგზაურობებში, რაც მას საშუალებას აძლევდა, ემოგზაურა მთელ მსოფლიოში „ტერორისტულ უჯრედებთან დასაკავშირებლად“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics