18:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 13:07:04, 362 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

"

ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა - ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ.

ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალიურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics