18:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 13:18:59, 306 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს

კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე" გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა. 

„კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს. რაც შეეხება ასეთ უტიფარ განცხადებებს, მე მგონი განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. ყველამ იცის, რომ ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ვერც გამართლება და ვერც ახსნა ვერ ექნება,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics