2026-05-26 16:40:57, 343 ნახვა
პოლიტიკა
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. რუბიოს აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
აეროპორტშივე გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან საქმიანი შეხვედრა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშავს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერა.
ვიზიტის დასასრულს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,