19:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 19:57:31, 7329 ნახვა

სხვადასხვა
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნიუ-იორკის სასამართლომ მეთაური ყასაბის (Commander butcher) სახელით ცნობილ, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა ნეონაცისტურ დაჯგუფებას "Maniac Murder Cult" (M.K.U.), რომელიც უკრაინასა და რუსეთში მოქმედებდა.
მას ბრალად ედებოდა ბრუკლინში ებრაელი ბავშვების მასობრივი მოწამვლის ორგანიზება.
 გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მისი მანიფესტი "Hater’s Handbook", სადაც ის ტერაქტების, მკვლელობებისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა.

ჩხიკვიშვილის ტელეფონში ნეონაცისტურ მასალებთან ერთად ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრებიც აღმოაჩინეს.

გაგახსენებთ - ჩხიკვიშვილი 2024 წლის 8 ივლისს მოლდოვაში დააკავეს, როდესაც ის საქართველოდან უკრაინაში გადასვლას ცდილობდა. 2025 წლის მაისში მისი ექსტრადაცია აშშ-ში განხორციელდა, სადაც მან დანაშაული აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics