20:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-15 12:13:24, 340 ნახვა

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა (USF) რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. შავ ზღვაში ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად მოწინააღმდეგის 20 გემია განადგურებული და დაზიანებული, რომლებიც ოკუპანტების ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის კვებას უზრუნველყოფდნენ.

ამათგან 17 ტანკერს რუსული ნავთობი უკანონოდ გადაჰქონდა ზღვაში.

საინფორმაციო წყაროებისა და უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მაგიარის“ ბროვდის ინფორმაციით, მასშტაბური შეტევა 14-15 ივლისის ღამეს განხორციელდა.

სამხედროები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია არის სიმბოლური პასუხი რუსეთის მიერ გავრცელებულ ისტორიულ მითებზე. „სსრკ-ის ნამსხვრევი, რომლის მითებითაც კვებავენ საკუთარ ლუმპენებს, ახალ ათვლას სწორედ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს იწყებს,“ — ნათქვამია სამხედროების განცხადებაში. ოპერაციის ამსახველი ოფიციალური ვიდეომტკიცებულებები და დეტალური ანგარიში უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

შავ ზღვაში მიღწეული წარმატება უკრაინელი სამხედროების უფრო მასშტაბური საზღვაო სტრატეგიის ნაწილია. სულ რაღაც 9 დღის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 116 გემის მწყობრიდან გამოყვანა და დაზიანება შეძლეს.

ამ შედეგს წინ უძღოდა 13-14 ივლისის ღამეს ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული იერიში, რომლის დროსაც უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა დააზიანეს.

უკრაინელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ მათი მოქმედებები სრულად ლეგიტიმურია და ეფუძნება ისტორიულ მემკვიდრეობას — კაზაკთა ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების წინ მსუბუქი ნავებით წარმატებით ებრძოდნენ ოსმალეთის მძლავრ ფლოტს.

„არანაირი მეკობრეობა, ლავროვო, — უბრალოდ ბიზნესი. თქვენი, სისხლიანი ბიზნესი, რომელიც უკრაინული თავისუფლებისმოყვარე „ფრინველების“ ფოკუსში მოექცა და ზღვის უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენ გავძლებთ, მოსკოვი დაეცემა, ყირიმს კი აუცილებლად დავიბრუნებთ და აღვადგენთ,“ — აცხადებენ უკრაინელი მებრძოლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics