20:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 10:38:53, 1761 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ირანში ომთან დაკავშირებით საუბრის შესახებ ისაუბრა.

მან ეს განცხადება პარასკევს, 15 მაისს გააკეთა, Sky News-ის ციტირების თანახმად.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს მან და სი ძინპინმა „ბევრი სხვადასხვა პრობლემა გადაჭრეს, რომელთა გადაჭრაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ“.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანში ომი დისკუსიების ნაწილი იყო.

„შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს სხვადასხვა  შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ გვინდა მისი [ომის] დასრულება: ჩვენ არ გვინდა, რომ მათ [ირანს] ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - თქვა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს სურს „სრუტეების გახსნა“.

„ისინი ცოტა გიჟები არიან და ეს კარგი არ არის“, - დასძინა ტრამპმა.

ერთი დღით ადრე აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებშია.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ჩინეთის ლიდერთან წერილები გაცვალა ირანისთვის ჩინეთის მიერ იარაღის შესაძლო მიწოდების შესახებ ინფორმაციის ფონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics