19:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-13 13:45:04, 4118 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა. მსოფლიოში ბევრი ერი და ქვეყანაა, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო დიდი ეკონომიკით. საქართველო, სადაც დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობაა, ნამდვილად გამორჩეულია და განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, რაც ვერც ერთმა ევროპელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. ამის ახსნა ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics